Italian Machinery Association
ტელეფონის ნომერი WhatsApp Telegram chat
აღჭურვილობა და იარაღები
GE
EN
RU

SALVAGNINI

www.salvagninigroup.com
Salvagnini აპროექტებს, აწარმოებს და ყიდის მოქნილ დანადგარებსა და სისტემებს ფურცლოვანი ლითონის დასამუშავებლად: კოორდინატულ-სახვრეტ ჩარხებს, პანელის მოსახრელ დანადგარებს, მოსახრელ პრესებს, ბოჭკოვანი ლაზერით ჭრის დანადგარებს, FMS ხაზებს, ავტომატურ საწყობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.
 
60 წელზე მეტია, Salvagnini გთავაზობთ საიმედო, ხანგამძლე და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. კომპანია მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი: გაყიდვებსა და სერვისულ მომსახურებას 25 ფილიალი ახორციელებს. ისინი მუშაობენ იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, შვედეთში, პოლონეთში, რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ტაილანდში, მალაიზიაში, ვიეტნამში, ავსტრალიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გარდა ამისა, Salvagnini-ს ძირითად სამრეწველო რეგიონებში აქვს 36 სერვის-ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით.
 
5 საწარმოო ქარხანა
25 ფილიალი
36 სერვის-ცენტრი
87 ქვეყანა
9 500+ შესრულებული ინსტალაცია
2 108 თანამშრომელი

შეუკვეთეთ ზარი

ტელეფონის ნომერი *
Captcha *
Captcha