კატალოგი
GE
EN
RU

მომსახურება

გაყიდვები

იტალიური მანქანების ასოციაცია იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ კლიენტთან, სთავაზობს აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, ხელსაწყოებს და დამატებით პროდუქტებს. ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მომხმარებლების წარმოების პროცესებს და მათ მიერ წარმოებულ ნაწილებს. ამის გამოყენებით, ჩვენს მენეჯერებს შეუძლიათ შესთავაზონ ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილებები, წარმოების შესაძლებლობების, სიმძლავრისა და პრეფერენციების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება, ასე რომ, პირველი შეძენის განხორციელების შემდეგ, ჩვენს კლიენტს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები მისი ბიზნესისთვის, ასევე აღჭურვილობა დამატებითი პროცესებისთვის და წარმოების გაუმჯობესებისთვის.
  • წევრები:
  • EUROMAC
  • VIMERCATI
  • SALVAGNINI
  • MODULA
  • SOITAAB
  • EMC
  • GASPARINI
  • MEMOLI
  • MATRIX
  • DELTA
  • TRUMPF Power Tools
  • IMET
  • THOMAS
  • WILSON TOOL
  • LANTEK

მიწოდება

აღჭურვილობა და დამატებითი საქონელი, რომელიც შეძენილია იტალიური მანქანა დანადგარების ასოციაციისგან, სრულად იწარმოება იტალიაში. სატრანსპორტო კომპანიებთან ხანგრძლივი და პარტნიორული თანამშრომლობის წყალობით, სწრაფად და უსაფრთხოდ ვახორციელებთ იტალიიდან დანადგარების მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სწორედ იმ პირობებით, რომლებიც ჩვენი დამკვეთებისთვის არის სასურველი.

გაშვება

დანადგარების მონტაჟისა და გაშვების დაწყებამდე ჩვენ ვაწვდით კლიენტს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომზადდეს სამონტაჟო ადგილი და რა უნდა გაითვალისწინონ ფუნდამენტის მოწყობისას. ასევე, საჭიროებისამებრ ვუწევთ რეკომენდაციებს წარმოების პროცესში ინტეგრაციებსა და მის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს. რეალიზებული აღჭურვილობის გადატვირთვის და მონატაჟის პროცესს ჩვენი ტექნიკური სპეციალისტი ადგილზე აკვირდება, სანამ დანადგარი გამართული არ იქნება სტაბილური მუშაობისთვის.

ტრენინგი

ჩვენ ვახორციელებთ დამკვეთის თანამრომლების (ტექნიკური ინჟინრები, განყოფილების ხელმძღვანელები, დანადგარის ოპერატორები და სხვ.) გადამზადებას შეძენილ აღჭურვილობაზე მუშაობისთვის, რომლისთვისაც ვიყენებთ მწარმოებლის სასწავლო მასალებს. იტალიური მანქანა დანადგარების ასოციაციის სპეციალისტი, რომელიც გადამზადებულია მწარმოებელ ქარხანაში, დეტალურად განგიმარტავთ როგორ უნდა იმუშაოს დანადგარმა და გაჩვენებთ მის შესაძლებლობებს. თუ თქვენ დამატებით შეიძინეთ CAD/CAM პროგრამული უზრუნველყოფას, ჩვენ ასევე გთავაზობთ თანამშრომლების ტრენინგს ამ პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის. ასევე, ვაწვდით რეკომენდაციებს, თუ როგორ მოხდეს აღჭურვილობის ინტეგრაცია კომპანიის ინფრასტრუქტურაში და მისი მონაცემების სხვადასხვა ERP სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა.

გარანტია და მომსახურება

იტალიური მანქანა-დანადგარების ასოციაციის აღჭურვილობის გარანტიის პერიოდში შეგიძლიათ პირდაპირ მოგვმართოთ მოწყობილობის მონტაჟთან, გაუმართაობასთან, შეკეთებასთან ან სათადარიკო ნაწილების შეძენასთან დაკავშირებით. გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, გთავაზობთ შემდგომი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების პრიობები ინდივიდუალურად განიხილება თითოეულ დამკვეთთან. თუ უკვე იყენებთ ჩვენს მომწოდებლების მიერ წარმოებულ იტალიურ ტექნიკას, შეგიძლიათ მოგვმართოთ კონსულტაციისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდების, შეკეთების, ტექნიკური მომსახურების ან სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ.

შეუკვეთეთ ზარი

სრული სახელი: *

ტელეფონის ნომერი: *