Italian Machinery Association
აღჭურვილობა და იარაღები
GE
EN
RU

რა უფრო მნიშვნელოვანია — საჭრელი მოწყობილობის დატვირთვა თუ პროცესის გამტარუნარიანობა?

როგორც ყველა სიტუაციაში, ეს რა თქმა უნდა თქვენს კრიტერიუმებზეა დამოკიდებული; ფოლადის სერვის ცენტრის მსგავსად დაზგების სიმძლავრეს რომ ვყიდდე, რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ჩემი საჭრელი დაზგები მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო.

თუმცა, თუ საუბარია მწარმოებელ ქარხანაზე და დაჭრილი დეტალები გამოიყენება როგორც წარმოების პროცესის ნაწილი, მაშინ გამტარუნარიანობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აღჭურვილობის დატვირთვა: შესაძლოა, არ იყოს საკმარისი ადგილი დეტალების შუალედური შენახვისთვის ან ძალიან ბევრი დრო იხარჯებოდეს მათ ტრანსპორტირებაზე.

ანალოგიური სიტუაცია იქმნება მილებისა და პროფილების ჭრის შემთხვევაში. ავტორი წააწყდა მიდგომას, რომლის დროსაც ძელაკებს ერთმანეთზე ადუღებენ უსასრულო სიგრძის მისაღებად და შემდეგ ჭრიან საჭიროებისამებრ. ასეთ ვითარებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჭრის შემდგომი წარმოების ეტაპების სწორად მართვა, რათა მოხდეს მთელი პროცესის ოპტიმიზაცია. ნარჩენებზე და ანაჭრებზე ნერვიულობა კი საჭირო არ არის.

კიდევ ერთი საინტერესო მიდგომა აჩვენა ერთმა კლიენტმა, რომელიც სპეციალიზებული იყო მილის კოჭების წარმოებაზე და ცოტა ხნის წინ შეიძინა ახალი მაღალტექნოლოგიური საჭრელი დაზგა. აშკარა იყო, რომ ასეთი აღჭურვილობის სიმძლავრე იმაზე მეტია, ვიდრე წარმოებას სჭირდება. ამიტომ, თავიდან ჭრიდნენ დეტალებს მანამ, სანამ მათი დასტა შუალედურ საწყობში ძალიან არ ამაღლდა. მერფის კანონის თანახმად, ყველაზე საჭირო ნაკეთობები ყოველთვის ამ დასტის ყველაზე ქვედა ნაწილში აღმოჩნდებოდა ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ წარმოებაში მიხვდნენ, რომ სჯობს ეტაპების დაბალანსება და მხოლოდ იმის ჭრა, რაც უშუალოდ ახლაა საჭირო და არა იმის, რისი გაჭრაც შესაძლებელია.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ხედავთ, ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პერსპექტივაზე. თუ სიტუაციას განვიხილავთ "ყაირათიანი წარმოების" (lean manufacturing) კონცეფციის თვალსაზრისით, ის სიტუაცია, რომელიც ქმნის ყველაზე ნაკლებ დამატებით ნაბიჯებსა და კითხვებს შუალედურ დასაწყობებასთან დაკავშირებით, ყველაზე შესაფერისია.

კიდევ ერთი საინტერესო აზრი: თუ საჭიროა წარმოების რეალურ დროში კონტროლი, როგორც ამას ინდუსტრია 4.0-ის კონცეფცია მოითხოვს, მისცემდა თუ არა ეს საშუალებას კომპანიას მომავალში მეტი გარე შეკვეთა აიღოს, რათა მაღალ დონეზე შეინარჩუნოს როგორც დაზგების დატვირთვა, ისე გამტარუნარიანობა?

უდავოა, რომ თითოეულმა მწარმოებელმა მსგავსი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და შესაბამისად იმოქმედოს.

მარსელ მ. ველდჰუიზენი
ლითონის ფორმირების გადაწყვეტილებების ვიცე-პრეზიდენტი, Hexagon PPM

IMA ინფორმაცია

  • თუ დადგა დრო თქვენი საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების ან განახლებისთვის, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ IMA-ს, რათა შეიძინოთ ახალი დაზგა საიმედო იტალიური მწარმოებლისგან. ასოციაციის წევრების მიერ შემოთავაზებული საპრესი, სახრახნი და ლითონის საჭრელი დაზგების კატალოგი ძალუძს დააკმაყოფილოს ნებისმიერი დონის მწარმოებლის მოთხოვნები - მცირე ქვეკონტრაქტორიდან თუ ინდივიდუალური მწარმოებლიდან მსხვილმასშტაბიან ავტომატიზებულ ქარხნამდე.
სხვა პუბліკაციები
ეტაპობრივი ღუნვა ზრდის ფურცლის საღუნი პრესის პროდუქტიულობას
რთული სამუშაოების ეფექტურობის ასამაღლებლად, მწარმოებლები მიმართავენ ეტაპობრივ ღუნვას. ხელსაწყოების რამდენიმე კომპლექტი განლაგებულია ერთმანეთის გვერდით პრესის მაგიდაზე, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს დაამზადოს რთული დეტალი ან სხვადასხვა დეტალების სერია ერთი მომართვით.
8 რჩევა საკოორდინატო-სახვრეტელი პრესისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად
სტატიის ავტორი, ლითონდამუშავების პროფესიონალი, არა მხოლოდ საუბრობს სახვრეტელი ინსტრუმენტებისა და დაზგების ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის საუკეთესო პრაქტიკაზე და გვიზიარებს თავის რჩევებს, არამედ გვაწვდის ინფორმაციას უშუალოდ დახვრეტის პროცესის და იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
ლითონის ფურცლის ლაზერული ჭრა: პროცესი, დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჭრის ოპერაციები წარმოების სექტორში ნაწილების დამზადების აუცილებელი ასპექტებია. ლითონის დამუშავების ერთ-ერთი მთავარი ტექნიკა არის ფურცლოვანი ლითონის ლაზერული ჭრა. ის შესაფერისია ლითონების, შენადნობებისა და არალითონების ნაწილების საჭრელად. ფურცლოვანი ლითონის ლაზერული ჭრა არის თერმული ჭრის პროცესი, რომელიც მოიცავს სინათლის სხივების (ლაზერების) გამოყენებას სამუშაო ნაწილზე მასალების დნობის ან აორთქლების მიზნით, სანამ სასურველი ფორმა არ მიიღება. ეს ტექნიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ფურცლოვანი ლითონის ჭრისთვის.

შეუკვეთეთ ზარი

სრული სახელი: *

ტელეფონის ნომერი: *

კომპანია: *

ქალაქი, ქვეყანა: *